09 ივნისი 2026,   13:11
ვრცლად
ქართველ ხალხს ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ირიბად, ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით, ეს მეტყველებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიასა და ადგილობრივ აგენტურაში, შანტაჟი ვერ გაჭრის - ირაკლი კობახიძე

ქართველ ხალხს ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ირიბად, ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით, ეს მეტყველებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც არის მთლიანობაში შექმნილი ერთი მხრივ, ევროპულ ბიუროკრატიაში, მეორე მხრივ, ადგილობრივ აგენტურაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განახცადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება საკმარისად გათვითცნობიერდა იმ პროცესებში, რაც დღეს წარმოებს ქვეყნის გარშემო და შანტაჟი ვერ გაჭრის.

„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, როდესაც ქართველ ხალხს ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ირიბად, ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით, ეს მეტყველებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც არის მთლიანობაში შექმნილი ერთი მხრივ, ევროპულ ბიუროკრატიაში, მეორე მხრივ, ადგილობრივ აგენტურაში. მძიმე ვითარებაა ისინი ხალხზე ზეწოლით და მუქარით ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, რადგან ქართული საზოგადოება საკმარისად გათვითცნობიერდა იმ პროცესებში, რაც დღეს წარმოებს ჩვენს გარშემო, აქედან გამომდინარე შანტაჟი ვერ გაჭრის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები