09 ივნისი 2026,   13:29
ვრცლად
"გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარემ ერთდროულად მიიღო, საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას მაღალ დონეზე წევს" - ალექსანდრე ხვთისიაშვილი

"ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს ეფუძნება. რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს სურვილი, რომ ყველა პარტნიორ ქვეყანასთან გააღრმაოს, განავითაროს და განავრცოს თანამშრომლობა", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც ორივე მხარემ ერთდროულად მიიღო, საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება. 

"დღევანდელი დღე სწორედ ამიტომაც არის გამორჩეული და მნიშვნელოვანი, რადგან დღეს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარემ ერთდროულად მიიღო, საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, მაღალ დონეზე წევს. ერთობლივად მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ჩინეთის თანამშრომლობა ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობის დონემდე აწეულიყო, რაც, თავის მხრივ, ხაზს უსვამს საქართველოსა და ჩინეთის მეგობრობას და თანამშრომლობას, რაც გვაძლევს უფრო ფართო შესაძლებლობებს თანამშრომლობის იმ მიმართულებით, რომელიც ორივე ქვეყნისთვის საინტერესო. ეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტ კეთილდღეობას მოუტანს ორივე ქვეყანას", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

დღის ამბები