09 ივნისი 2026,   13:29
ვრცლად
ირანთან შეთანხმების მიღწევა ორ-სამ დღეში იქნება შესაძლებელი - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანთან კონფლიქტის დასრულების მიზნით შეთანხმების მიღწევა "ორ-სამ დღეში" იქნება შესაძლებელი და დასძინა, რომ ასეთი შედეგი ხელს შეუშლის ირანს ბირთვული იარაღის ფლობაში და გამოიწვევს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნას. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

ასევე, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი და ისრაელი შეთანხმდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ ცეცხლი არ გახსნან.

"ისინი დროდადრო თავს ესხმოდნენ ერთმანეთს და ახლა, ორივე მხარე, ჩემი მეშვეობით, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდა. ჩვენ ძალიან, ძალიან კარგი შეთანხმების დადების ბოლო ეტაპზე ვართ, რომელიც არ დაუშვებს ირანში ბირთვული იარაღის არსებობის შესაძლებლობას", - განუცხადა ტრამპმა.

დღის ამბები