09 ივნისი 2026,   13:29
ვრცლად
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს, კარიმ ხანს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს, კარიმ ხანს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა.

Guardian-ის მიერ მოძიებული დოკუმენტის თანახმად, სასამართლოს 21 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარმა კომიტეტმა დაადგინა, რომ ხანმა სექსუალური ძალადობის ბრალდებებთან დაკავშირებით სერიოზული გადაცდომა ჩაიდინა.

ხანის წინააღმდეგ ბრალდებები პირველად 2024 წელს გაჟღერდა. სარჩელი შეიტანა ქალმა, რომელიც მასთან ჰააგაში, სასამართლოს შტაბ-ბინაში მუშაობდა.

თავად პროკურორმა ბრალდებები არაერთხელ უარყო.

დღის ამბები