09 ივნისი 2026,   16:12
ვრცლად
თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ერთობლივი საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.

აქცია მოიცავდა თერაპევტის, ნევროლოგის, უროლოგის, ოფთალმოლოგის, დერმატოლოგისა და კარდიოლოგის კონსულტაციას.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციის ფარგლებში, სამსახურის 181 ბენეფიციარს უსასყიდლოდ გაეწია სამედიცინო მომსახურება, სულ ჯამში განხორციელდა 345 სამედიცინო ვიზიტი.

დღის ამბები