ზეწოლა, დაშინება, კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებული ყოველდღიური მუქარა - ასე შეაფასა ეუთომ სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. წინასწარ ანგარიშში ასევე წერია, რომ რამდენიმე საარჩევნო ღონისძიების დროს ნიკოლ ფაშინიანმა შეურაცხმყოფელი ენა გამოიყენა, მათ შორის იძულებით გადაადგილებული სომეხი ლტოლვილების მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში კი ოპოზიციის კანდიდატებს გამოძიებით საჯაროდ დაემუქრა.
დარღვევებზე ღიად საუბრობს ეუთოს სადამკვირვებლო მისია. დამკვირვებლები ამბობენ, რომ სომხეთში არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლისა და მუქარის ფონზე ჩატარდა.
სომხეთის არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს უმნიშვნელოს უწოდებს ქართული ოპოზიცია, მაშინ როცა საქართველოში ეუთოს მიერ დადებითად შეფასებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ, მიუხედავად ერთეული უმნიშვნელო დარღვევებისა, შედეგები უნდა გაუქმებულიყო.
სომხეთის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების შეფასებებთან დაკავშირებით კითხვა დღეს პრემიერ-მინისტრს დაუსვეს. მთავრობის მეთაურმა აქცენტი თბილისსა და ერევანს შორის არსებულ ურთიერთობებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ფაშინიანის ლიდერობის პირობებში საქართველო-სომხეთის პარტნიორობა მაღალ ნიშნულზეა. მომავალში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა დედაქალაქის მერმაც.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს ჩატარდა და მასში უკვე მესამედ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა.