10 ივნისი 2026,   02:05
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს 10 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 ივნისს 09:30-დან 19:30 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნავაზი, ნაოზა, ნავაზარი, მისაქციელი და მიმდებარე ტერიტორიაზე.

მათივე ცნობით, 09:30-დან 19:30 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წითელსოფელი, ლაშარის ჯვარი, ჭოპორტი, ბაგიჭალა.

"11:30-დან 17:30 საათამდე ძაბვის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტების ნაწილს სოფელ დიღომში ხატაეთის, ჭელიძის, ფატმანის, როსტევანის ქუჩებზე, ტოიოტას ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

12:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღულელები, ტოლაანთსოფელი, უდანელები, სიმონიანთხევი, ჩეკურაანთგორი, ევჟენტი, ხევსურთსოფელი, ჭანდრისხევი, სიმხევი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები