19 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმე - საერთაშორისო შეფასებებს მმართველი გუნდი და ოპოზიცია განსხვავებულად აღიქვამს

მმართველმა პარტიამ საერთაშორისო საზოგადოებას და საელჩოებს კრიტიკული განცხადებებისგან თავის შეკავება ურჩია. უმრავლესობამ დღეს პარტნიორ ქვეყნებს რეკომენდაციაც მისცა და საბოლოო შეფასების გაკეთება რუსთავი2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შემდეგ სთხოვა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის სახელით პარტნიორებს დემოკრატიული ინტიტუტების პატივისცემისკენ მოუწოდა.

ხელისუფლებისგან განსხვავებით, საერთაშორისო ორგანიზაციების გზავნილებს ევროპულ საქართველოში ქვეყნისთვის მკაცრ გაფრთხილებად მიიჩნევენ. ნაციონალური მოძრაობა კი პარტნიორების მხრიდან ქვეყნის უვიზო მიმოსვლის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას არ გამორიცხავს.

არასაპარლამენტო ოპოზიცია გაცილებით მეტ საფრთხეს ხედავს საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებში.

ოპოზიცია მიმარტავს ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციების მთავარი გზავნილების გათვალისწინების წინადადებით. ისინი მმართველ გუნდს მიმართავენ, უარი თქვან რუსთავი2-ის სარედაქციოს პოლიტიკის შეცვლასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე.

 

 

დღის ამბები