პარტია რეფორმატორების თავმჯდომარე, ირაკლი ღლონტი, რუსთავი2-ის მიერ 12 მარტს დააანონსებულ აქციას ხელისუფლებისთვის საზოგადოების ერთიანი ძალის დემონსტრაციის კარგ მაგალითად მიიჩნევს.
„დღეს ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით და ვდგავართ, აქედან გამომდინარე, ქართული დემოკრატიის დასაცავად. შესაბამისად, აქცია-კონცერტსაც დიდი სიამოვნებით ვუერთდები ჩემს გუნდთან ერთად და მე მჯერა, რომ ძალიან ბევრნი ვიქნებით და ამით კიდევ ერთხელ დავუფიქსირებთ ხელისუფლებას, რომ ძალიან ბევრი ვართ და რუსთავი2 უნდა გადარჩეს და რუსთავი2-მა უნდა გააგრძელოს იგივე სარედაქციო პოლიტიკით ქართული სახელმწიფოს სამსახურში დგომა, როგორც აქამდე თქვენ დიდი ხნის განმავლობაში აკეთებდით,“ - განაცხადა ირაკლი ღლონტმა.