ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია, რუსთავი2-ს მხარდაჭერას უცხადებს და მზად არის, 12 მარტს აქცია-კონცერტზე სრული სოლიდარობა დააფიქსიროს.
”ჩვენ ვუერთდებით რუსთავი2-ის აქციას, საპროტესტო კონცერტს, რომელზეც მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ თავისი საზოგადოებრივი პოზიცია, პროტესტი იმის მიმართ, რომ არ ჩაიხშოს თავისუფალი სიტყვა დავაფიქსიროთ ყველამ ერთად, მიუხედავად ჩვენი კონკრეტული განსხვავებებისა,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.