19 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
საქართველო ვალდებულია, შეასრულოს ეს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაარღვევს, ადამიანის უფლებათა კონვენციის 34-ე მუხლს - თამთა მურადაშვილი

„ეს არის უპრეცენდენტო, ისტორიული გადაწყვეტილება. რუსთავი2 წერს ისტორიას, მათ შორის საერთაშორისო სამართლის ისტორიაში. ეს არის პასუხი უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის  9 მოსამართლის უკანონო გადაწყვეტილებაზე. ეს არის პასუხი, ხელისუფლებისთვის და ეს არის პასუხი ხალხისთვის, თუ სად არის სიმართლე," - ამბობს რუსთავი2-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი. 

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შესრულება საქართველოს ხელისუფლებისთვის არის სავალდებულო და წინააღმდეგ შემთხვევაში დაარღვევს ადამიანის უფლებათა კონვენციას.   

„სტრასბურგის სასამართოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სასამართომ დააკმაყოფილა რუსთავი2-ის და მისი დამფუძნებლების სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და ხელუსფლებამ თავი უნდა შეიკავოს ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან ნებისმიერი ფორმით. ეს დროებითი ღონისძიება მოქმედებს 8 მარტამდე.

"სტრასბურგი ამახვილებს ყურადღებას, რომ საქართველო ვალდებულია, შეასრულოს ეს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაარღვევს, ადამიანის უფლებათა კონვენციის 34-ე მუხლს," - ამბობს თამთა მურადაშვილი. 

დღის ამბები