19 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
მხარს ვუჭერთ რუსთავი2-ს და შესაბამისად, ამ აქციასაც მხარს დავუჭერთ - ხათუნა სამნიძე

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, რუსთავი2-ს მხარდაჭერას უცხადებს. მისი თქმით, 12 მარტს დაანონსებულ აქციაზე აუცილებლად მივა.

„ჩვენ აქ ვართ აბსოლუტურად სხვადასხვა პოლიტიკური წარსულის, სხვადასხვა პოლიტიკური ხედვის პარტიები, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება. რესპუბლიკური პარტია ყოველთვის მხარს უჭერდა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიას. რუსთავი2 დღეს არის ასეთი მედია, ლიდერია ამ თვალსაზრისით, როდესაც ის არ არის კონტროლირებადი ხელისუფლებისგან. სწორედ ამიტომ არის შეტევის ობიექტი. ჩვენ დღეს გავიგეთ, რომ რუსთავი2-ის ორგანიზებით მზადდება საპროტესტო კონცერტი და მხარს ვუჭერთ რუსთავი2-ს და შესაბამისად, ამ აქციასაც მხარს დავუჭერთ,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. 

დღის ამბები