თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე, რუსთავი2-ის და თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად მზადაა.
„დიახ, ჩვენ სწორედ რომ რუსთავი2-ს და სიტყვის თავისუფლებას ვიცავთ საქართველოში. ამიტომ, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას იმ საპროტესტო კონცერტ-აქციაში, რომელსაც რუსთავი2 ჩაატარებს,“ - განაცხადა ნინო გოგუაძე.