ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ რუსთავი2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.
ოფიციალური შეტყობინება რუსთავი 2 მა სტრასბურგიდან დღეს საღამოს მიიღო.
გთავაზობთ ოფიციალური შეტყობინების ქართულ თარგმანს:
2017 წლის 3 მარტს სასამართლომ (მორიგე მოსამართლემ) გადაწყვიტა, გამომდინარე მხარეთა ინტერესებიდან და პროცედურათა სათანადო დაცვით, მიანიშნოს საქართველოს მთავრობას, 39-ე წესის თანახმად, რომ 2017 წლის 2 მარტს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღასრულება უნდა შეჩერდეს და ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ნებისმიერი გზით ჩარევისგან.
ეს ზომა არის დროებითი, 2017 წლის 8 მარტამდე.
მხარეთა ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ, თუ წევრმა სახელმწიფომ ვერ შეასრულა 39-ე წესით გათვალისწინებული ზომა, რაც შესაძლოა, მოიცავდეს კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევას.
ამასთან დაკავშორებით, მითითებულია დიდი პალატის 2005 წლის 4 თებერვლის განჩინების 128 და 129-ე პუნქტში, საქმეში "მამატკულოვი და აკსაროვი თურქეთის წინააღმდეგ", პრიორიტეტი.
სასამართლომ, ამას გარდა, გადაწყვიტა, პრიორიტეტი მიანიჭოს მომართვას 41-ე წესის თანახმად.