19 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულო სახელმწიფოს მხრიდან შესასრულებლად - დავით ჯანდიერი

დავით ჯანდიერის თქმით, რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, სავალდებულო სახელმწიფოს მხრიდან შესასრულებლად.

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა და იურისტმა გადაწყვეტილებას უპრეცენდენტო უწოდა. 

„გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე უპრეცენდენტოა. ქართულმა მხარემ ვერ ან არ გაითვალისწინა მინიმალური ფორმალური სტანდარტები, რომ ამგვარი შედეგი არ დამდგარიყო. დროებითი ღონისძიება, რომელსაც ისედაც უკიდურეს შემთხვევაში იყენებს სტრასბურგის სასამართლო, ამ ტიპის დავებზე კი საერთოდ არ იღებს, მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რეალურად არსებობს ალბათობა, რომ მომჩივანს შეიძლება, ამ ზომის მიუღებლობის შემთხვევაში, გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს და შესაბამისად, საჩივრის განხილვამ აზრი დაკარგოს,“ - განაცხადა რუსთავი2-თან საუბრისას დავით ჯანდიერმა.

დავით ჯანდიერი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთ მოსამართლეზე აპელირება სწორი არ არის.

„ერთი მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას. ამ სექციის პრეზიდენტი იღებს ან კოლეგია იღებს და არც გასაკვირი იმაში არ არის, რომ ჩვენთვის უცნობი იყო და საქართველოს არ გადაეგზავნა. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას იღებს მეორე მხარისთვის შეუტყობინებლად იმისთვის, რომ აღსრულება იყოს ეფექტიანი,“ - განაცხადა დავით ჯანდიერმა.

 

დღის ამბები