19 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
ევროპამ საქართველო რუსთავი2-ის დამსახურებით აღიარა უმნიშვნელოვანეს პარტნიორად - გიორგი აბაშიშივილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, აცხადებს, რომ ევროპამ საქართველო რუსთავი2-ის დამსახურებით კიდევ ერთხელ აღიარა უმნიშვნელოვანეს პარტნიორად.

“გადაწყვეტილება ნამდვილად უპრეცედენტოა. ევროსასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა ის, თუ რას ნიშნავს რეალურად ევროპისთვის საქართველო. რამდენად უფრთხილდება ევროპა საქართველოში დემოკრატიას, რამდენად უფრთხილდება ევროპა საქართველოს სახელმწიფოებრიობას და რამდენად უფრთხილდება ევროპა ქართველი ხალხის არჩევანს, ვიყოთ ერთად ევროპაში, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, საქართველომ დაიჯეროს, რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორია ის ევროპისთვის. დღეს ევროპამ საქართველო კიდევ ერთხელ აღიარა უმნიშვნელოვანეს პარტნიორად ისევ რუსთავი2-ის დამსახურებით,“ - განაცხადა აბაშიშვილმა.

დღის ამბები