07 ივნისი 2024,   22:35
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანია მიმართვა ხელისუფლებისადმი - სულხან სალაძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, სულხან სალაძე, რუსთავი2-ის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას "მნიშვნელოვანს" უწოდებს და აქცენტს ხელისუფლებისადმი მიმართვაზე აკეთებს.  

"ბუნებრივია, მათ დაინახეს საფრთხე და ამ საფრთხესთან დაკავშირებით მათი რეაგირება იმდენად მყისიერი იყო, რომ ჩათვალეს, აუცილებელი იყო, გადაწყვეტილების მოქმედება შეეჩერებინათ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის მიმართვა ხელისუფლებისადმი, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც გარკვეულწილად ერთგვარ ჩარევასთან იქნება დაკავშირებული," - ამბობს სალაძე.

ის  ისუტიციის მინისტრის იმ განცხადებასაც ეხმაურება, სადაც თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა, რომ  უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერება მორიგე მოსამართლის გადაწყვეტილება იყო.  

"იუსტიციის მინისტრი საუბრობდა მორიგე მოსამართლეზე, თუმცა, არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოში მორიგე მოსამართლე ქართული მართლმსაჯულების მორიგე მოსამართლის იდენტური შემთხვევა არაა," - ამბობს სალაძე. 

 

დღის ამბები