07 ივნისი 2024,   22:36
ვრცლად
ეს არის უმნიშვნელოვანესი სიგნალი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ევროპიდან - ნინო ზაუტაშვილი სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაზე

ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი მედიასაშუალებებს ერთმანეთის მიმართ სოლიდარობისკენ მოუწოდებს. სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით კი ევროპის მხრიდან უმნიშვნელოვანეს სიგნალად მოიაზრებს.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი სიგნალი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ევროპიდან და ამ სიგნალზე ჩვენ რეაგირება უნდა მოვახდინოთ. უნდა მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება იმიტომ, რომ სიტყვის თავისუფლება, კერძო საკუთრების თავისუფლება ეს არის უზენაესი თავისუფლება. ჩვენ ყველა ტელევიზიები და ყველა არხები ვმაუწყებლობთ იმ რეჟიმში, რომ სოლიდარობა გამოვხატოთ ყველა იმ ჟურნალისტის და მედიასაშუალების მიმართ, რომელთა მიმართაც ოდნავი ეჭვი მაინც შეიძლება, გაჩნდეს ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს სახელმწიფოს მხრიდან თუ სასამართლოს მხრიდან,“ - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა. 

დღის ამბები