ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნინო დანელია, ხელისუფლებას ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. მან ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი2-ის შენარჩუნების დიდ შესაძლებლობას იძლევა.
„ამ შემთხვევაში მოვუწოდებ ხელისუფლებას, ბოლომდე ნუ დაკარგავენ სახეს და შეეცადონ, დარჩნენ სამართლებრივ დისკურსში და შეეცადონ, გადარჩნენ თავად და ქვეყანაც გადაარჩინონ. სხვა შემთხვევაში პროცესები იქნება სრულიად რადიკალური და საერთაშორისო ასპარეზზე, საერთაშორისო ორგანიზაციებში ისინი საბოლოოდ იქნებიან სრულიად განადგურებულები,“ -განაცხადა ნინო დანელიამ.