"დღეს თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გაიმარჯვა საქართველომ, გაიმარჯვა ევროპამ და დამარცხდა ივანიშვილი," - ეს შეფასება ენმ-ის წარმომადგენელმა, ნიკა მელიამ, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების კომენტარისას განაცხადა, რომლის თანახმად რუსთავი2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეჩერდეს.
ნიკა მელია ამბობს, რომ უზენაეს სასამართლოში რუსთავი2-ის საქმის განხილვა მისი და მისი თანაგუნდელების ბრიუსელში ვიზიტს დაემთხვა და 27-ვე შეხვედრაზე, რაც მათ გამართეს, ეს საკითხი აქტუალურ თემას წარმოადგენდა და "უკიდურესად შეშფოთებული იყვნენ ჩვენი კოლეგები და იმედს იტოვებდნენ, რომ ეს არ მოხდებოდა".
ის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს და ევროპული არჩევანის გამარჯვებას უწოდებს.
"დღეს თამამდ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გაიმარჯვა საქართველომ, გაიმარჯვა ევროპამ და დამარცხდა ივანიშვილი. მან დღეს, ალბათ, ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო, რაც ოდესმე მიუღია, რაც არის ხელისუფლებაში," - ამბობს ნიკა მელია.
ის ამ გამარჯვებას ოპოზიციის და ქართველი ხალხის ერთად დგომის შედეგად მიიჩნევს და საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
"ეს არის თითოეული ადამიანის გამარჯვება, რომელიც რუსთავი2-ს, თავისუფალ სიტყვას იცავს. რომ არა ეს მხარდაჭრა ქვეყნის შიგნით, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და ოპოზიიცის გაერთიანება, ეს ვერ მოხერხდებოდა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთობას არა აქვს საპირწონე," - ამბობს მელია.
ამასთან, ის იმასაც ამბობს, რომ ეს გამარჯვება ივანიშვილისთვისაცაა მისალოცი.
"არ ჩამითვალოთ ცინიზმში, მაგრამ პირველ რიგში მას აქვს მისალოცი, რადგამ ამით ის გადარჩა," - ამბობს მელია.