19 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
ჩემი აზრით, მიიღებს - ნოდარ ხარშილაძე ევროსასამართლოს მიერ რუსთავი2-ის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე

„ეს სერიოზული დარტყმა იყო საქართველოს იმიჯზე,“ - ასე აფასებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე, ევროსასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას.

შაბათის კურიერში ნოდარ ხარშილაძე აცხადებს, რომ "საერთაშორისო დონეზე მეგობრებს ვკარგავთ".

„მარტივი ლოგიკით შეძლო იმის მიხვედრა, რომ ეს იყო სერიოზული გადახვევა პრინციპებისგან და ჩვენ ახლა ვდგავართ რეალურად ლუპის ქვეშ. ახლა არის ამაზე დამოკიდებული, ჩვენ როგორ გავაგრძელებთ, რა პროცესები განვითარდება. მაგრამ სერიოზული რისკია, რომ იმედისმომცემი დემოკრატიიდან ჩვენ გადავიდეთ აზერბაიჯანის ტიპის ქვეყნებში,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ნოდარ ხარშილაძე მთავრობის შეცდომების გაგრძელების შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას არ გამორიცხავს.

„თუ რუსთავი2-ის საქმე კიდევ უფრო გამწვავდა და ამის საშიშროება შეიძლება იყოს მთავრობის დაუფიქრებელი მოქმედებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, რომ რაღაც პერიოდში სერიოზული საფრთხე დაემუქროს საქართველოს ევროინტეგაციას მთლიანად და ვიზალიბერალიზაცია არ არის ის პროცესი, რომელიც ერთ და ორ დღეში ხდება მიღება-გაუქმება, მაგრამ არავის არ უთქვამს, რომ ეს არის შეუჩერებელი პროცესი,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ. 

რაც შეეხება 8 მარტის შემდეგ  როგორ შეიძლება, განვითარდეს პროცესები, ხარშილაძე იმედოვნებს, რომ სტრასბურგის სასამართლო მიღებულ გადაწყვეტილება გააგრძელებს საქმის არსებით განხილვამდე.

„ჩემი აზრით მიიღებს, იმიტომ რომ ეს უკვე ისეთ დონეზეა მისული და ისეთი პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა ბევრი დასავლელი პოლიტიკოსისგან, რომ ამას უკან გზა არა აქვს,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

   

დღის ამბები