19 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლო თვლის, რომ მთავრობა ცდილობდა, შეეცვალა რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა - ოთარ კახიძე

ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ, რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში "უპრეცენდენტო" უწოდა.

„სტრასბურგის სასამართლომ მთავრობას მოუწოდა, ნებისმიერი ფორმით რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან თავი შეიკავონ, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა აუკრძალა, რაც მიანიშნებს, რომ სასამართლო თვლის, რომ მთავრობა ცდილობდა, შეეცვალა რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო გვითხრა, რომ თქვენი მართლმსაჯულების სისტემა მომართულია თავისუფალი მედიის შეზღუდვისკენ,“ - განაცხადა კახიძემ.

ოთარ კახიძის თქმით, ყველამ ერთად უნდა დაიცვას რუსთავი2.

„ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმატებით წარიმართოს რუსთავი2-ის საქმე,“ - აღნიშნა კახიძემ.

ოთარ კახიძის განცხადებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლო სისტემისთვის არის მორიგი სირცხვილი.

„რუსთავი2-ის განცხადება, საჩივარი, აპლიკაცია ყველა შემთხვევაში იქნება მიღებული განსახილველად, ვთვლი, რომ აუცილებლად დადგება ის შედეგი, რომელიც ევროპის კონვენციას შეესაბამება და საღი აზრი გაიმარჯვებს და რუსთავი2 მოიგებს ამ საქმეს. რაც შეეხება დროებითი შეჩერების მექანიზმის გაგრძელება-არგაგრძელების საკითხს, ეს საფრთხილო თემაა და იმედს გამოვთქვამ, რომ დროებითი შეჩერების მექანიზმი გაგრძელდება,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოთარ კახიძემ ასევე განაცხადა, რომ 8 მარტს სტრასბურგის სასამართლოში ასევე იქნება ზეპირი მოსმენა ვანო მერაბიშვილის საქმეზე.

  

დღის ამბები