რუსთავი2-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში თინა ხიდაშელმა შეაფასა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მოლოდინებზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, რომ იმ ტიპის პრეცენდენტი დაუშვა სასამართლომ, რომ უფრო ლოგიკურია, უფრო მოსალოდნელია, რომ გაგრძელოს შეჩერება იმ ფონზე, რომ დაიწყებს არსებით განხილვას და წარმოებაში მიიღებს საქმეს, ვიდრე პირიქით. ვიანიდან, მას რომ ეს შეჩერება გაეკეთებინა საკუთრების უფლების გამო, მე უფრო მეტად ვიტყოდი, რომ, ალბათ, აღარ გააგრძელებს მეთქი, მაგრამ რადგან გააკეთა პრესის თავისუფლების გამო, ნიშნავს, რომ მიიჩნია, ეს იმ ტიპის ღირებულებაა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების დადგომამდე თუ ასე გაგრძელდა და, თუ გადაწყვეტილება სახელმწიფოს საწინააღმნდეგო იქნება, შეუძლებელი გახდება იმ სიკეთის დაბრუნება, რომელიც დაზარალდება ამ პროცესში. უფრო მეტი მოლოდინი მაქვს, რომ შეჩერებას დატოვებს,“ - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელმა უშუალოდ რუსთავი2-ის საქმეზეც ისაუბრა.
„ეს იყო დავა 2 კერძო სუბიექტს შორის სასამართლოში, რომელიც დარწმუნებული ვიყავი, რომ მომჩივანი კერძო სუბიექტის დამარცხებით დასრულდებოდა, მაგრამ ეს სასამართლო რომ ქიბარ ხალვაშის გამარჯვებით დასრულდა, ადასტურებს, რომ ეს იყო ხელისუფლების პოზიცია და ამოცანა,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.