19 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლომ გაგვიჩინა იმედი, რომ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც ივანიშვილს უნდა - ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია ავკასიას გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ქვეყანაში არსებული მედიაგარემოს შეფასებისას ხელისუფლების გავლენებზე საუბრობს. ის აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი  წელიწადნახევარზე მეტია, ცდილობს, რუსთავი2-ის საქმე მოაგვაროს და მიიღოს სასურველი მედიაგანლაგება.

„სტრასბურგის სასამართლომ გაგვიჩინა იმედი, რომ ყველაფერი ისე არ იქნება როგორც ბიძინა ივანიშვილს უნდა და ხელისუფლებას უნდა,“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს უპრეცედენტო შემთხვევა მისასალმებელია.

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ 8-ში სტრასბურგის სასამართლოს უკვე კოლეგია მიიღებს შეჩერების გადაწყვეტილებას მანამ, სანამ საბოლოოდ სტრასბურგი არ დაასრულებს რუსთავი2-ის საქმის საბოლოოდ განხილვას,“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ რუსთავი2-ის პროცესი ხელისუფლების მიერ იყო მართული სასამართლო განხილვის დაწყების დღიდან. ის ასევე საუბრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ყველაფერი გააკეთა, რათა საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი2-ის საქმე გაჭიანურებულიყო.  

ნინო ჯანგირაშვილი საერთაშორისო საზოგადოების დახმარებაზე ამახვილებს ყურადღებას, რადგან სწორედ მათი დამსახურებაა დღევანდელი მედიის თავისუფლების არსებობა.

„მათ არ აპატიეს ბიძინა ივანიშვილს და არ აპატიებენ ბიძინა ივანიშვილს წითელი ხაზების გადაკვეთას. მას მოუწევს ამაზე პასუხისგება, უბრალოდ, მე მინდა, რომ გაიმიჯნოს საქართველოს, ქვეყნის პასუხისმგებლობა და ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა. 

დღის ამბები