19 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
ეს არის ნიშადურის შეყნოსება მიძინებული და გათიშული მოსამართლეებისთვის - ბაჩო კიკაბიძე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე

„ეს არის ერთგვარი ნიშადურის შეყნოსება მიძინებული და გათიშული მოსამართლეებისთვის, მაინტერესებს ეს 9 მოსამართლე ერთმანეთს თვალებში რომ უყურებენ, რაზე ფიქრობენ,“- ასე შეაფასა რუსთავი2-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია მაესტროს დამფუძნებელმა, ბაჩო კიკაბიძემ.

ბაჩო კიკაბიძემ ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებასთან დაკავშირებული პროცესები გაიხსენა და ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე ისაუბრა.

„რუსთავი2-თან ძიძგილაობა ასეთ აზრს მიყალიბებს, თითქოს ეს არის პირადი დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, თითქოს ასეთი ეჭვი მაქვს, რომ დაჰპირდა, რომ ის წაართმევდა რუსთავი2-ს,“ - განაცხადა კიკაბიძემ.

ბაჩო კიკაბიძემ შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ, "თუ პროცესი გაჭიანურდა და სხვა გზებით მოხდა რუსთავი2-ის მმართველების შეცვლა, რუსთავი2-ის თანამშრომლებმა არ იფიქრონ, რომ ახალ მენეჯმენტთან დაიჭირონ ურთიერთობა". 

დღის ამბები