19 მაისი 2024,   23:56
ვრცლად
მსოფლიო დონის ვარსკვლავები რუსთავი2-ს მხარდაჭერას უცხადებენ

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილებას მიიღებენ რუსთავი2-ის სასარგებლოდ - მსოფლიო დონის ვარსკვლავები რუსთავი2-ს მხარდაჭერას უცხადებენ.

თბილისში ჯუზეპე ვერდის ოპერა აიდას პრემიერა გაიმართა, რომლის მსახიობებმა პრემიერამდე რუსთავი2-ის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს. 

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ყველასთვის ცნობილი ვარსკვლავები წარდგნენ არანაკლებ გამორჩეული პუბლიკის წინაშე.

ქართველმა მაყურებელმა თეატრისა და კინოს საკულტო რეჟისორის ფრანკო ძეფირელის დადგმული აიდა ნახა.

 

დღის ამბები