სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია და რუსთავი 2-ის მხარე ამ დოკუმენტს სტრასბურგის სასამართლოს აუცილებლად წარუდგენს, რადგან ანგარიშში საუბარია როგორც თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაზე, ისე სასამართლო სისტემაში არსებულს ხარვეზებზე.
„ხელისუფლების ყველა შტოსთვის ეს დოკუმენტი ალბათ სამაგიდო უნდა გახდეს, რომ დაფიქრდნენ თუ რა პრობლემებია ქვეყანაში, რა პრობლემების იდენტიფიკაციას ახდენს აშშ, ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი პარტნიორი,“- აცხადებს თამთა მურადაშვილი.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან სხვა მხარის პოზიციასაც გაიგებს და ძალიან გამოსადეგი იქნება რუსთავი 2-ის მხარისთვის.
ეს არის ნეიტრალური თვალით დანახული პრობლემები, ეს არ არის სუბიექტურად აღქმული, ამიტომ ვფიქრობთ, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის ეს დოკუმენტი ჩვენ ძალიან გამოგვადგება,“ - აცხადებს თამთა მურადაშვილი.
მას იმედი აქვს, რომ საქმე იქნება პრეცედენტული და სტრასბურგის სასამართლო რუსთავი 2-ის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას.