19 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიციის აზრით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ივალიშვილისთვის "ბოლო სიგნალია"

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის თაობაზე საქართველოს უმრავლესობაში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. დოკუმენტს აფასებს ოპოზიცია და აცხადებს, რომ  ის კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ სასამართლოსა და სიტყვის თავისუფლებას შევიწროებას. 

რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულმა უკანასკნელმა მოვლენებმა ეჭვიც არ დატოვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ პრაქტიკულად არ არსებობს სასამართლო ქვეყანაში და რომ ხელისუფლება ცდილობს მთლიანად გააკონტროლოს საინფორმაციო სივრცე,“- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

პარლმენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია კი აცხადებს, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო უკვე საქართველოში არსებულ ოლიგარქიულ მმართველობაზე საუბრობს. მისი აზრით, ეს ბიძინა ივანიშვილისთვის „ბოლო სიგნალია,“ რათა მიხვდეს, რომ ქვეყანაში მსგავსი მმართველობა დაუშვებელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები