19 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
"რუსთავი 2-თან" დაკავშირებული კიდევ ერთი საქმე - ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დავისთვის ემზადება

რუსთავი 2-თან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმე - სასამართლო სხდომის გამართვას ირაკლი ოქრუაშვილი ელოდება. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი არ გამორიცხავს, უზენაესის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც რუსთავი ორის 40 % კომპანია პანორამას გადაეცა, სასამართლოს ყადაღის გამოყენების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართონ.

“ჩვენ ვგეგმავთ, რომ მივმართოთ სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. დაველოდებით, ჩამოვაყალიბებთ სტრატეგიას, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით, თუ ასე დარჩა, როგორც სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, თუ ასეთი შედეგი იქნა მიღებული ბოლომდე, ჯერჯერობით შეიძლება არ შევიტანოთ, მაგრამ თუ შეიცვალა მდგომარეობა, შესაძლოა გადავწყვიტოთ სარჩელის შეტანა,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა გიორგი ზედელაშვილმა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ, რომელმაც განაცხადა, რომ სასამართლოში ყველაფერს გაეცემა პასუხი.

„ჩვენ არ გვქონია შესაძლებლობა გვენახა სხვა დამატებითი მტკიცებულებები, გარდა იმისა, რაც არის ერთ გვერდიანი ე.წ. შეთანხმება, რომელზეც ხალვაშის ხელმოწერა არ არის. სხვა რაიმე საფუძველი არ გვინახავს,“ - განაცხადა პაატა სალიამ.  

ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სარჩელი 4 თვის წინ შეიტანა, საქმე მიღებულია წარმოებაში, თუმცა სხდომა ამ დრომდე არ დანიშნულა. რაც შეეხება ყადაღას, მის გამოყენებაზე პირველადი მიმართვის დროს, მოსარჩელეს უარი ეთქვა. ინფრმაციას სააგენტო გურია ნიუსი ავრცელებს.

დღის ამბები