ხმაური იყო შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან, სადაც ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის წევრები რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქციის გამართვას გეგმავდნენ.
სამართალდამცველებმა მათ შეკრების საშუალება არ მისცეს. პოლიცია ოპოზიციის წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა.
„ის ნამდვილად ვერ გადარგავს რუსთავი 2-ს, ვერ გადარგავს ქართულ სახელმწიფოს მის დამკვეთთან კრემლში და ჩვენ ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ ყველა სამართლებრივ მეთოდის გამოყენებით,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრმა ბესო ქათამაძემ.