19 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს "რუსთავი 2" სტრასბურგის სასამართლოს გადაუგზავნის

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს რუსთავი 2 სტრასბურგის სასამართლოს გადაუგზავნის. სამაუწყებლო კომპანიის იურისტების განმარტებით, დოკუმენტი საქმისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მასში პირდაპირაა მითითებული ქვეყანაში მედია პლურალიზმისა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ.

„ეს განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან, პირდაპირ მინიშნებაა იმ პრობლემებზე, რომლებიც დგას ქვეყანაში. ქვეყნის პრობლემაა რუსთავი 2, იმიტომ, რომ რუსთავი 2-ზე განხორციელებული ზეწოლით პრობლემა ექმნება არა მარტო რუსთავი 2-ს, ზოგადად ქვეყანას მთლიანად, რაც აზარალებს ყველას, მათ შორის ქართველ ხალხს, ჩვენი ქვეყნის ურთიერთობებს ჩვენს მთავარ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. ეს პრობლემები მიუთითებს იმას, რომ ქვეყანას ძალიან დიდი საზრუნავი აქვს სასამართლოს მიმართულებით, მედიის მიმართულებით. მკაფიოდ არის იდენტიფიცირებული ხელისუფლების ჩარევა. ამერიკის შეერთებულ შტატებს ციტირებული აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოხატული შეშფოთებები ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, მითითებულია, რომ ამ პრობლემების დანახვას ახერხებს ნეიტრალური სუბიექტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, თავად ამერიკის შეერთებული შტატები. შესაბამისად, ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი ქვეყნისთვის, რომ მათ უნდა მიხედონ პრობლემებს,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა და აღნიშნა, რომ პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია იმით, რომ ხელისუფლებამ სრულფასოვნად განახორციელოს სასამართლო რეფორმა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს შეიძლება გამოდგეს მტკიცებულებად იმისა, როგორ აფასებს ნეიტრალური დამკვირვებელი რუსთავი 2-ში მიმდინარე პროცესებს. სტრასბურგისთვის ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მაღალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტში ასახული ფაქტები. ეს არ იქნება ჩვენს მიერ მიწოდებული ფაქტები, არამედ ეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განცხადებული განცხადებებია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს რუსთავი 2-ის პოზიციას გაამყარებს,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა. რუსთავი 2-ის საქმე ოკუმენტში რამდენიმე კონტექსტში, მათ შორის მედია თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არის განხილული.

დღის ამბები