18 სექტემბერი 2021,   01:35
ვრცლად
პრეზიდენტის შვილი უახლოეს მომავალში სავარაუდო დაკავების ფაქტებს არ გამორიცხავს

ანა მარგველაშვილი მისი სხვა მეგობრების დაკავებასაც არ გამორიცხავს. არჩევანის ეთერში პრეზიდენტის შვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, გოგოჭური არ დააკავონ, თუმცა მის კიდევ ერთ მეგობარს, თორნიკე კაჭარავას, მსგავსი ქმედებების განხორციელებას აპირებს სამართალდამცავი ორგანოები.

„შეიძლება, უშუალოდ მინდიაზეც. არ ვიცი, რამდენს გაბედავენ, მაგრამ თორნიკე კაჭარავაზე ზუსტად ვიცი, რომ მსგავს ქმედებებს აპირებენ და პირდაპირ ვაცხადებ, რომ ძალიან ვართ ამით აღშფოთებულები, შეშინებულები და არ ვიცით, ვის მივმართოთ და ვისგან დავიცვათ თავი იმიტომ, რომ ისიც ასევე სახლიდან არ გამოდის,“ - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის შვილის თქმით, თორნიკე კაჭარავა ბოლო პერიოდის განმავლობაში სახლიდან არ გამოდის. 

დღის ამბები