20 აპრილი 2024,   12:58
ვრცლად
ჩხუბი დეპუტატების ოთახში - ოთარ კახიძეს თავი გაუტეხეს

საქართველოს პარლამენტში დღეს კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე რამდენიმე წუთის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას თავი აქვს გატეხილი.

გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატების ოთახში უმცირესობის წარმომადგენელს გიორგი კანდელაკსა და უმრავლესობის წევრს ვანო ზარდიაშვილს შორის კამათი მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გიორგი კანდელაკმა საფერფლე ისროლა, რომელიც შემთხვევით ოთარ კახიძეს მოხვდა. 

კამათის მიზეზი და ზუსტი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

დღის ამბები