12 დეკემბერი 2024,   03:49
ვრცლად
შემოთავაზების ავტორები ვერ ერკვევიან საერთო სახალხო განხილვის არსში - მდინარაძე "ევროპულ საქართველოს" პასუხობს

ევროპულის საქართველოს მოთხოვნას, პრეზიდენტის არჩევის წესსა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პლებისციტი ჩატარდეს, მმართველი გუნდი პასუხობს.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მოთხოვნის ავტორები ვერ ერკვევიან საერთო სახალხო განხილვის არსში.

მდინარაძის განცხადებით, სწორედ ამიტომ ხელისუფლების პასუხი მოთხოვნაზე დადებითი ვერ იქნება.  

„როდესაც კონსტიტუციის ცვლილებებზეა საუბარი, კონსტიტუციას წერენ სპეციალისტები, პოლიტიკოსებთან ერთად ხალხი განიხილავს და საბოლოოდ იღებს პარლამენტი კონსესუსის გზით. ჩვენ ნამდვილად ვერ ვივლით ელცინის მიერ დამკვიდრებული გზით გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით თავის დროზე როგორ შეიქმნა რუსეთის კონსტიტუცია და ამ გზას ჩვენ ვერ მივყვებით. არსებობს ასევე სხვა მაგალითები და ვერ ვიტყვით, რომ საერთაშორისო პრაქტიკამ ამ მიმართულებით გაამართლა. განცხადების ავტორები, რომლებიც ამბობენ, რომ მაინცდამაინც პლებისციტია ის ერთადერთი საშუალება რითაც ჩვენ უნდა გავიგოთ ხალხის აზრი, ეს ნიშნავს, რომ ისინი ვერ ერკვევიან საყოველთაო, სახალხო განხილვის არსში,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კი განმარტავს, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება.

არჩილ თალაკვაძის თქმით, სწორედ განხილვების დასრულების შემდეგ არის შესაძლებელი კონსტიტუციაში მოცემულ თემებზე დამატებითი მსჯელობის დაწყება.

დღის ამბები