ტელეკომპანია იბერიას საქმეზე ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა და ამავე ტელეკომპანიის მფლობელმა სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა. ზაზა ოქუაშვილმა 2004 წელი გაიხსენა, რა დროსაც მისი თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ ტელევიზიის ლიცენზიის დათმობა მოსთხოვა.
ოქუაშვილის განაცხადებით, ტელეკომპანიისა და ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიების წილების გადაფორმებაზე მასთან მოლაპარაკებებს ბადრი პატარკაციშვილი და ქიბარ ხალვაში აწარმოებდნენ.
სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს და მის მოადგილეს, გიორგი ლაცაბიძეს აქვთ წარდგენილი. სასამართლო პროცესი ორშაბათს გაგრძელდება. სხდომაზე ზაზა ოქუაშვილის ამჯერად დაცვის მხარე დაკითხავს.