18 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
ძლიერი ქარის შედეგად გურიაში ერთი ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია 100-ზე მეტი საცხოვრებელი და მოგლეჯილია ხეები

წაქცეული ხეები, ჩახერგილი გზები, გაწყვეტილი ელექტროსადენები და ახდილი სახურავები - ძლიერმა ქარმა გურიაში მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. განსაკუთრებით დიდია ზიანი ქალაქ ოზურგეთში და დაბა ნასაკირალში. დაშავებულების შესახებ იფნფორმაცია არ ვრცელდება, ზარალის ზუსტი ოდენობა კი ხვალ უნდა გახდეს ცნობილი.

„ლანჩხუთშიც და ჩოხატაურშიც საკმაოდ დიდია ზარალი. განსაკუთრებით ოზურგეთის მხარეს. 10-მდე კორპუსია გადახდილი დაბაში. ასევე ქალაქში 100-ზე მეტი სახლია დაზიანებული სხვადასხვა ხარისხით. აგრეთვე მოძრავ მანქანას დაეცა ხე და ერთი ადამიანი, აი ახლა მეც საავადმყოფოში ვიმყოფები და მას დაზიანებები აქვს სხვადასხვა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სხვა, ელექტროგადამცემი ხაზები დაეცა პირველ სკოლას ჩოხატაურში და ახლა მიდის სასწრაფოდ მისი ლიკვიდაცია,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.

მისი აზრით, ელექტროენერგიის მიწოდება გარკვეულ სოფლებში უკვე აღდგება, თუმცა ელექტროგადამცემი ხაზები ძალიან არის დაზიანებული.

გია სალუქვაძე აღნიშნავს, რომ რეგიონში უკვე წვიმაც დაიწყო, რაც სახურავის გარეშე დარჩენილ სახლებში გაჩერების საშუალებას არ იძლევა. 

მისი თქმით, სოფლებამდე მისასვლელი გზების წაქცეული ხეებისგან გასუფთავება უკვე დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები