20 აპრილი 2024,   13:29
ვრცლად
დაიცავი კონსტიტუცია! - ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტთან შეხვედრით კმაყოფილია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიცავი კონსტიტუციის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილსა და ოპოზიცურ პარტიებს შორის შეხვედრა გაიმართა. საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობა პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან 2 საათს გაგრძელდა.

მონაწილეები ამბობენ, რომ ქვეყნის პირველი პირი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით მათ შენიშვნებს იზიარებს და აქტივობასაც მხარს უჭერს.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, პარტიების და გიორგი მარგველაშვილის პოზიციები დაემთხვა პრეზიდენტის არჩევის წესთან, საარჩევნო სისტემასთან, მთავარსარდლის უფლებამოსილებებთან, მანდატების განაწილებასთან დაკავშირებით.

ოპოზიციამ პრეზიდენტს ინფორმაცია აქტივობის კონკრეტული ტაქტიკის შესახებაც მიაწოდა. სამოქალაქო მოძრაობა ცვლილებებთან დაკავშირებულ შენიშვნებს ვენეციის კომისიას და დიპლომატიურ მისიებს გააცნობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში საზოგადოების გააქტიურების მომხრეა. ქვეყნის პირველი პირი კამპანიის წარმომადგენლების პოზიციებს იზიარებს, თუმცა პლატფორმას კონკრეტული ღონისძიებებით არ უერთდება.

ამავე ფორმატში პრეზიდენტთან კონსულტაციები კიდევ გაგრძელდება.

დღის ამბები