19 აპრილი 2024,   13:09
ვრცლად
20 წლის ბიჭი ლონდონის მეტროში ბომბის დატოვებისთვის დააკავეს

ლონდონში 20 წლის დეიმონ სმიტი მეტროში ხელნაკეთი ბომბის დატოვებისთვის დააკავეს, ამის შესახებ BBC იუწყება.

ახალგაზრდამ ასაფეთქებელი მოწყობილობა სახლში თავად დაამზადა და მოგვიანებით, ზურგჩანთით მეტროს Jubilee-ს ხაზის მატარებელში დატოვა.

საეჭვო ჩანთა მგზავრებმა შეამჩნიეს, ეს ინფორმაცია მძღოლს შეატყობინეს და მოგვიანებით გამნაღმველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს.

დეიმონ სმიტმა აღიარა, რომ ბომბი მან დაამზადა, თუმცა, აცხადებს, რომ მხოლოდ კვამლის გაშვებისა და ხალხის დაშინების სურვილი ჰქონდა.

პოლიციაში კი აცხადებენ, რომ მოწყობილობას დიდი ზიანის მიყენება შეეძლო.

 

დღის ამბები