20 აპრილი 2024,   05:27
ვრცლად
ჯავახიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ჯავახიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში 26 წლის მამაკაცს რამდენჯერმე ესროლეს. ის მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და მრავლობითი ჭრილობებით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ. 

როგორც თვითმხილველებმა რუსთავი 2-ის კორესპონდენტს განუცხადეს, მამაკაცი მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც მას რამდენჯერმე ესროლეს. გარდაცვლილი ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებია და ის სახლში ბრუნდებოდა. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდარის დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. 

დღის ამბები