20 აპრილი 2024,   18:01
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახალხო განხილვის დეტალებს დააზუსტებს - მარგველაშვილი განხილვებში ჩაერთვება

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვებში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვება, რაც მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები საორგანიზაციო და ტექნიკურ დეტალებს დააზუსტებენ. ასეთია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი უმრავლესობის შეთავაზებაზე, რომ განხილვებში უშუალოდ პრეზიდენტმა მიიღოს მონაწილეობა.

„საქართველოს პრეზიდენტმა დამავალა საკონსტიტუციო კომისიის შესაბამის საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრა პრეზიდენტთან ჩართულობის შინაარსობრივ, ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე სასაუბროდ,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი ყოველთვის აცხადებდა და დღესაც იმ აზრზეა, რომ ფუნდამენტური კონსტიტუციური ცვლილებები საზოგადოების ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

"საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია იყო, არის და იქნება ის, რომ კონსტიტუციის  ფუნდამენტური ცვლილებების განხილვა უნდა ხდებოდეს საზოგადოების ჩართულობით,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ის ქუთაისში, საორგანიზაციო კომისიის წარმომადგენლებთან შესახვედრად, უკვე გაემგზავრა. როგორი იქნება პრეზიდენტის ჩართულობა საერთო სახალხო განხილვებში, სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.

დღის ამბები