20 აპრილი 2024,   07:45
ვრცლად
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტთან ერთად საერთო სახალხო განხილვების ჩატარებისთვის მზადაა

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტთან ერთად სახალხო განხილვებისთვის მზადაა. ირაკლი კობახიძემ პირველი განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საორგანიზაციო კომისიის შეთავაზებას უპასუხეს. 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გიორგი მარგველაშვილთან განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, საჭიროდ თვლის, საზოგადოებასთან საერთო სახალხო განხილვის მასთან ერთად დაწყებას.

„საყოველთაო სახალხო განხილვა გულისხმობს ზუსტად იმას, რომ სხვადასხვა პოზიცია განვიხილოთ ჩვენს საზოგადოებასთან. ყველას გვაქვს ჩვენი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არის ასახული საკონსტიტუციო ცვლილებებში. აქედან გამომდინარე, განხილვა სწორედ ამას გულისხმობს, რომ ჩვენ ჩვენი მოსაზრებები ერთად განვიხილოთ საზოგადოებასთან ერთად. ჩვენ ვართ ამისთვის აბსოლუტურად გახსნილი და იმედი გვაქვს, რომ იგივე პოზიცია ექნება საქართველოს პრეზიდენტსაც,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვებში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვება, რაც მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები საორგანიზაციო და ტექნიკურ დეტალებს დააზუსტებენ. ასეთია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი უმრავლესობის შეთავაზებაზე, რომ განხილვებში უშუალოდ პრეზიდენტმა მიიღოს მონაწილეობა.

დღის ამბები