საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მისი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, ფინანსურ მდგომარეობაზე გახმაურებულ საქმეს ეხმაურება. ოპოზიციაში სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის, სოსო გოგაშვილის მხრიდან შესაძლო ელიტურ კორუფციაზე საუბრობენ. საპარლამენტო ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ სუს-ის უფროსის მოადგილე 2017 წლის მდგომარეობით, მილიონიანი ქონების პატრონია.
ვახტანგ გომალაურის განცხადებით, სოსო გოგაშვილის ფინანსურ დეკლარაციაში ყველაფერია ასახული და კითხვის ნიშნებს არაფერი ბადებს. ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ სწორედ დეკლარაციაშია ასახული, თუ საიდან შეიძინა ის სახლი სოსო გოგაშვილმა, სადაც ახლა ცხოვრობს.
ვახტანგ გომელაურის თქმით, გოგაშვილი საჯარო სამსახურში დასაქმებამდე იღებდა სოციალურ დახმარებას და არა მისი ცოლის და, რომლის სახელზეცაა რეგისტრირებული ქონება.
გადაცემა პოსტსკრიპტუმში გასული სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის ცოლის და, ხათუნა მარტყოფლიშვილი, ვის სახელზეც ქონება გადაფორმდა, უმუშევარია, საკუთარი სახლი არ გააჩნია და ქირით თბილისში, დობროლუბოვის ქუჩაზე საკუთარი სახლის ოთახში ცხოვრობს.