24 აპრილი 2024,   13:16
ვრცლად
ქალაქის ცენტრში მომხდარი მკვლელობა ამ დროისთვის გაუხსნელია

ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ამ დროისთვის გაუხსნელია. გიორგი შარაძენიძე მშობლების სახლშია გადასვენებული. თუმცა, 26 წლის ახალგაზრდის ავტომატით ჩაცხრილვის ვერსიებზე არავინ საუბრობს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ უცნობმა პირებმა მას ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ის პარკინგზე მანქანის გაჩერებას ცდილობდა. დაჭრილი გიორგი შარაშენიძე საავადმყოფოში მეზობელმა წაიყვანა, თუმცა მძიმე ჭრილობების გამო, ის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები ჯავახიშვილის ქუჩაზე დილამდე მუშაობდნენ. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ტყვიის მასრები, მაგრამ უცნობია, აქვს თუ არა გამოძიებას თავდამსხმელების სავარაუდო აღწერილობა.  

დამნაშავეების დადგენამდე კი, გამოძიება მკვლელობის ოფიციალურ მოტივზე ვერ საუბრობს. არაოფიციალურად თავდასხმის ერთადერთ ვერსიას, პირად დაპირისპირებას განიხილავენ.

ქალაქის ცენტრში 26 წლის ბიჭის ჩაცხრილვის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით - განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებითაა დაწყებული. მომხდარიდან 24 საათი უკვე გავიდა, თუმცა პოლიციას დაკავებული ამ დრომდე არავინ ყავს.

დღის ამბები