19 აპრილი 2024,   07:54
ვრცლად
ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტს ხვდება

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტს ხვდება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის თქმით, საუბრის თემა იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საკონსტიტუციო რეფორმა.

“ ბუნებრივია, საუბარი შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ქვეყნის დეოკუპაცის. ამავდროულად საუბარი შეეხება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმას,“ - განაცხადა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტთან შეხვედრამდე ევროკომისარი პრემიერმინისტრის და ვიცე სპიკერს შეხვდა, სადაც საუბრის მთავარი თემა ასევე საკონსტიტუციო რეფორმები იყო.

იოჰანეს ჰანი ასევე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს თამარ ჩუგოშვილს.

“იყო ბევრი თემა, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობა. ძალიან პოზიტიურად არის აღქმული ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ერთობლივად გააცნობენ მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილებებს. პრეზიდენტის არჩევის წესთან კითხვები არ ყოფილა,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

დღის ამბები