19 აპრილი 2024,   16:09
ვრცლად
"ერთი წამით დამაცადეთ"- კამათი და დებატები საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა. ევროპული საქართველოს წარმომადგენლები გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნებას აპროტესტებდნენ, რასაც მმართველი გუნდი არ ეთანხმება. განხილვაზე ევროპული საქართველოს წარმომადგენელს სერგი კაპანაძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შორის ცხარე დებატები გაიმართა. 

„საბერძნეთის კონსტიტუციაში საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ბარიერს... საბერძნეთში გამარჯვებულ პარტიას პირდაპირ მოჭრილად ეძლევა 17%,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ კი პარლამენტის თავმჯდომარე შეკითხვით მიმართა: „რომელ ქვეყანაში არის 5% და ყველა ხმა გამარჯვებულს მიაქვს? ერთი მითხარით ბატონო ირაკლი,“- რაზეც ირაკლი კობახიძემ არ უპასუხა.

განხილვაში მამუკა მდინარაძეც ჩაერთო, რის შემდეგაც კამათი მასსა და სერგი კაპანაძეს შორის გაგრძელდა. "ერთი წამით დამაცადეთ"- მიმართა საუბრისას მამუკა მდინარაძემ  სერგი კაპანაძეს. 

„გამარჯვებული პარტიის მანდატები, რამდენსც მოიპოვებს, დამატებული გაუნაწილებელი, თუ იქნა ჯამში 50%-ზე ნაკლები, უბრალო უმრავლესობაც არ ექნება გამარჯვებულ პარტიას. ექნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ 2 რაღაცის ჯამი - გაუნაწილებელი და გამარჯვებული პარტიის ჯამი გადაცდება მანდატების ჯამს და პროცენტების 50 %-ს,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები