23 აპრილი 2024,   20:03
ვრცლად
საფრანგეთში დღეს საარჩევნო კამპანია სრულდება

საფრანგეთში დღეს საარჩევნო კამპანია სრულდება. პრეზიდენტობის კანდიდატები დღის ბოლოს აგიტაციის ჩატარებას შეწყვეტენ. ემანუელ მაკრონი ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში ხვდება ამომრჩევლებს და ულტრამემარჯვენე ნაციონალური ფრონტის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს.

მისი კონკურენტი  მარინ ლე პენი კი აგიტაციებს სოფლებში მართავს. ერთ-ერთ შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ იმ ხალხის კანდიდატია, რომელსაც ხელისუფლება არ უსმენს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კვირას გაიმართება. ახალი სოციოლოგიური კვლევების მიხედვით ემანუელ მაკრონი კვლავ ლიდერის პოზიციაზეა.

დღის ამბები