25 აპრილი 2024,   10:03
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების დღევანდელი განხილვის დასრულების შემდეგ ოპოზიცია და "ქართული ოცნება" ერთმანეთისგან განსხვავებულ შეფასებას აკეთებს

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო ხმაურიანი განხილვა ქუთაისში დასრულდა. დებატები 4 საათს გაგრძელდა. დღევანდელი განხილვის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა.

„როდესაც მათემატიკაზე ვერ თანხმდები, პოლიტიკაზე მით უმეტეს, ვერ შეთანხმდები. ჩვენს ოპონენტებს თავიანთი პითაგორას ტაბულა, თავიანთი მათემატიკური მოდელები, განტოლების ამოხსნის ფორმულები აქვთ. ჩვენ გვაქვს ის მათემატიკა, რომელსაც სრულიად მსოფლიო იზიარებს. ამ მათემატიკას ვენეციის კომისია უახლოეს მომავალში დაადასტურებს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის შემდეგ კომენტარი ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმაც გააკეთა.

„ქუთაისელებს არ უნდათ, რომ პარლამენტი ქუთაისიდან გადავიდეს. ხალხს არ უნდა, რომ გაუნაწილებელი მანდატები უსამართლოდ ხვდებოდეს მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ პარტიას. ხალხს არ უნდა, რომ პრეზიდენტის არჩევის უფლება წაერთვას, ეს გამოჩნდა ყველა გამოსვლაში, რაც ამ დარბაზში იყო. ტაშის კვრას რაც შეეხება, ქართული ოცნების 50-70 აქტივისტის მობილიზება ხელისუფლებამ მოახერხა, მაგრამ ეს არ არის საზოგადოების განწყობა,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები