23 აპრილი 2024,   18:18
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე "ქართული ოცნების" აქტივი და თვითმმართველობებში დასაქმებულები იყვნენ წარმოდგენილები

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ძირითადად ქართული ოცნების აქტივი და თვითმმართველობებში დასაქმებულები იყვნენ წარმომადგენლები. ოპოზიციის ნებისმიერი კრიტიკა თეატრში შეკრებილი შეხვედრის მონაწილეებისთვის მიუღებელი იყო,  უმრავლესობის პასუხები კი აპლოდისმენტების ფონზე ისმოდა.

საჯარო სამსახურების მოხელეები შეხვედრაზე საგანგებოდ 2 დღით ადრე დაპატიჟეს. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ თავად მერიის თანამშრომლებიც, რომლებსაც შეხვედრის გამო სავარაუდოდ, სამსახურის გაცდენა მოუხდათ.

შეხვედრიდან გამოსულთა უმეტესობა შეკითხვებს თავს არიდებდა. ნაწილისთვის ხელისუფლების გზავნილები უფრო დასამახსოვრებელი იყო.

იმის გამო, რომ დარბაზში ქართული ოცნების მხარდამჭერები ჭარბობდნენ, არასამთვარობო სექტორის ნაწილმა შეკითხვების დასმა ვერ შეძლო.

 

დღის ამბები