23 აპრილი 2024,   22:15
ვრცლად
"დაიცავი კონსტიტუცია" - ოპოზიციამ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

საყოველთაო-სახალხო განხილვის პარალელურად, კამპანია დაიცავი კონსტიტუციაში გაერთიანებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს.

მოსახლეობასთან შეხვედრამდე ოპოზიციის წარმომადგენლები დილიდან რუსთაველის მეტროსთან ბროშურებს არიგებდნენ და მოქალაქეებს პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესის დაცვას სთხოვდნენ.

ოპოზიციის აზრით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია თუ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ქვეყანას საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მომზადებულმა ცვლილებებმა.

რიყეზე შეკრების შემდეგ, მომდევნო შეხვედრას ოპოზიციონერები ორშაბათს სტუდენტებთან გეგმავენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები