20 აპრილი 2024,   00:58
ვრცლად
სტიქია კანადაში - დატბორილი სახლებიდან ათასამდე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა

კანადაში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. გადაუღებელმა წვიმებმა ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. დატბორილი სახლებიდან ათასამდე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.

კვებეკის ხელისუფლებამ კი ფედერალური სამხედრო დახმარება ითხოვა, რადგან სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა რეგიონში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

სამაშველო სამუშაოებში ჩასართავად ჯარისკაცებს კვებეკში დღეს ელოდებიან. 

დღის ამბები